გერმანია განიხილავს ყველა შესაძლო გზას უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების ყველა შესაძლო გზას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ისაუბრა.
კიევში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე ვადეფულმა აღნიშნა, რომ მიდის მუშაობა გერმანიის თავდაცვის ინდუსტრიასთან, ევროპელ პარტნიორებთან და აშშ-სთან უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველსაყოფად.
"ჩვენ ყველა გზას მივმარტავთ. გერმანიის თავდაცვის ინდუსტრია ცდილობს მისი შესაძლებლოების გაფართოებას ცდილობს. ვსაუბრობთ ევროპელ პარტნიორებთან და მჯერა, ასევე უნდა წინ წავიწიოთ აშშ-სთან დიალოგში" – ამბობს ვადეფული.





