რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა ევროკომისიაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი 4 ივლისს დაიწყება.
დანის თქმით, მოლაპარაკებები კიშინიოვში, EU-მოლდოვის სამიტზე გაიმართება და თავდაპირველად მხარეები ფუნდამენტური ღირებულებების საკითხს განიხილავენ.
"როგორც იცით, გაწევრიანების პროცესი 33 თავზე მოლაპარაკებებს მოიცავს და კიშინიოვში დაგეგმილ სამიტზე 4 ივლისს ევროკომისიის წარმომადგენლებთან პირველი თავი გაიხსნება," თქვა დანმა.





