Facebook პოსტის გამო, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს
ხაბეიშვილს თეა წულუკიანისა და ნინო წილოსანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.
ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ რამდენიმე აქტივისტი და პოლიტიკოსი დააჯარიმა.
შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს.





