გიორგი გახარია ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამაზე თავი იმტვრიოს სუს-მა და პროკურატურამ, ეს არის ჩემი პასუხი. ამ რეჟიმს არავინ შეეგუება, ამ რეჟიმთან ყველა იბრძოლებს. ეს პროცესი აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი კიდევ უფრო მეტად არის მზად რეჟიმს დაუპირისპირდეს. რეჟიმი, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, რადგან ზღვარი არ არსებობს. ვისაც უნდა, იმას დაიჭერენ, ქვეყანა სამართლებრივი ჩარჩოდან არის გასული, პროკურატურაც, პოლიციაც, სასამართლოც. ეს სამივე უწყება ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი მნიშვნელობით "ამოდებული" აქვს.
[...] 2 ივლისს, გიორგი გახარია სავარაუდოდ, თბილისში არ იქნება. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ვამბობ, სავარაუდოდ. გიორგი გახარია ითხოვს, გამოკითხონ და კითხვები დისტანციურად დაუსვან. ნუ ეშინიათ იმიტომ, რომ არ გავთიშავთ.





