იმედი მაქვს, ახლა მაინც დადგება სიმართლის ის მომენტი, როცა ყველა, ყველა პოლიტიკური გაერთიანება თუ ერთეული პოლიტიკოსი მართლაც გააცნობიერებს, რომ ამ კოშმარიდან ერთადერთი გამოსავალი არის სრული გაერთიანება და კონსოლიდაცია, ერთიანი ფრონტის შექმნა დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახით [...]
შედეგი უნდა დავდოთ. რამენაირად, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მესმის, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ვართ - პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეშია და გარეთ სულ რამდენიმე დავრჩით [...] ერთიანობა უნდა შედგეს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. ეს გადარჩენის ერთადერთი შანსია.





