ივანიშვილის რეჟიმი

კალაძე მედიის შეზღუდვაზე: ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, წარმოუდგენელია, რაც ხდება

ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ სასამართლო სხდომები დახურული იქნება მედიისთვის...

...ეს ჩვენ არა, ქვეყანას სჭირდება, რომ სასაცილო არ გახდეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სასამართლო სხდომა. წარმოუდგენელია ის, რასაც კადრულობთ. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-შია.

კახა კალაძე სასამართლოებში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვაზე.

ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტით, მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად შეიზღუდება. კანონპროექტს, ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები