საკანონმდებლო ცვლილება

ოცნების ახალი კანონპროექტით, მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება

ოცნების მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტით, მედიებისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად შეიზღუდება - აღნიშნულ კანონპროექტს, ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის დოკუმენტში წერია, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება, ხოლო პროცესების გაშუქების უფლებამოსილება მიენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს.

"სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერუფლებამოსილი პირი.

სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არეწინააღმდეგება კანონს.

სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერმიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით". - წერია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს შეეძლება სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების - მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-კინო-ვიდეო, ან აუდიოსაშუალებების ჩამორთმევაც.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში "დაზღვეული იქნება საფრთხე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობის ხელყოფის თვალსაზრისით".

"შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ერთი მხრივ, დაზღვეულ იქნება საფრთხე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხელყოფის თვალსაზრისით.

კერძოდ - მოსამართლეებიი უფრომეტად იქნებიან დაცულები საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას შესაძლოზეგავლენისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, გაძლიერდება მათი სოციალური დაცვის გარანტიები. ამასთანავე, დაიხვეწება საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც აწესრიგებს სასამართლო ხელისუფლების (მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს) ფუნქციონირებას". - წერია განმარტებით ბარათში. 

კომენტარები