დღევანდელი დილის გადაწყვეტილების შემდეგ, რაც გამოცხადდა იდენტურ საქმეზე, რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი არსებობდა, თუმცა სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, არც საერთოდ გამამტყუნებელ განაჩენს, მითუმეტეს პატიმრობას მაშინ, როდესაც ითვალისწინებდა სხვა სახის სასჯელსაც. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და აუცილებლად ის გასაჩივრდება. [...]
6 თვე არის უმცირესი ვადა, კანონის მიხედვით, 1 წლამდეა მუხლი და შუაში აირჩია მოსამართლემ. [...]
ამ მუხლთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა არანაირი პრეცედენტი და, ზოგადად, ესე დაბალი შესაძლო სასჯელის მქონე მუხლებთან მიმართებაში, როცა არ არსებობს ალტერნატიული ღონისძიებები სასჯელის, როგორც წესი, ხდება ალტერნატიულის გამოყენება თუ არა და სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის განაჩენზე, რატომ ჩათვალა პატიმრობა.





