დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

მედია: თეირანში ისრაელის იერიშების მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა

Arash Khamooshi for The New York Times

გამოცემა AP News იტყობინება, რომ ირანის დედაქალაქში, თეირანში საჰაერო თავდაცვის სისტემები არის გააქტიურებული და აფეთქებების ხმა ისმის.

AP ასევე წერს, რომ გამოცემის რეპორტიორს მის სახლთან ახლოს საგანგაშო სირენის ხმა ესმის. 

ამასთან, გამოცემა The New York Times ადგილობრივ მცხოვრებებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურებულია თეირანის იმ უბანში, სადაც ირანის უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი და ქვყენის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი ცხოვრობენ.

გარდა ამისა, CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა ისრაელის იერიშის მოსაგერიებლად კვლავ გააქტიურდა.

13 ივნისს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სამხედრო ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფარგლებში ირანის ტერიტორიაზე ბირთვული და ბალისტიკური საფრთხეების გასანეიტრალებლად 200-მდე ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა. 

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, რამდენიმე ირანული რაკეტა თელ-ავივის ცენტრში ჩამოვარდა.

კომენტარები