უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული ძალები თანდათანობით ახერხებენ სუმის ოლქის გარკვეული ნაწილებიდან რუსული არმიის განდევნას.
"დღეს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ სირსკისგან მივიღე მოხსენება. ჩვენი ნაწილები სუმის ოლქში თანდათანობით აძევებენ ოკუპანტებს. მადლობა ჩვენს თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს ამ შედეგისთვის". - განაცხადა ზელენსკიმ.
12 ივნისს გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ზელენსკიმ უარყო მოსკოვის განცხადებები მნიშვნელოვან ტერიტორიულ მიღწევებზე და მათ "რუსულ ნარატივი" უწოდა, რომლის მიზანიც გლობალური აღქმის ფორმირებაა.
მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის განახლებული შეტევის შეკავება თითქმის სამი კვირის განმავლობაში შეძლეს.
მარტის შემდეგ, რუსეთს სუმის ოლქში, სავარაუდოდ, 200 კვადრატული კილომეტრი აქვს ოკუპირებული, მათ შორის დაახლოებით ათი პატარა სოფელი.
მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედროებს უბრძანა, რომ უკრაინის საზღვართან ე.წ. "უსაფრთხოების ბუფერული ზონა" შეექმნათ. ზელენსკის ინფორმაციით 28 მაისს რუსეთმა სუმის მახლობლად 50 000-მდე ჯარისკაცი განათავსა.





