პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, ანუ ბაქტერიები და სოკოები, რომლებიც ჩვენს მომნელებელ სისტემას გამართულ ფუნქციონირებაში ეხმარება. სხეული სავსეა ბაქტერიებით, რომელთაგან ზოგი დამაზიანებელია, ზოგიც კი — პირიქით. პრობიოტიკებს დამხმარე როლის გამო მეგობარ ბაქტერიებსაც უწოდებენ.
დანამატების სახით პრობიოტიკებს იღებენ მაშინ, როცა სხეულში საზიანო და სასარგებლო მიკროორგანიზმების ბალანსი “მტრული” ორგანიზმების სასარგებლოდ ირღვევა. ზოგჯერ ამას ანტიბიოტიკების მიღება იწვევს (ისინი მეგობარ ბაქტერიებსაც ანადგურებს).
პრობიოტიკების ბალანსის აღსადგენად ქართულ ბაზარზე არაერთი საშუალებაა ხელმისაწვდომი, მაგალითად ულტრაბიოტიკი.
რა ტიპის პრობიოტიკები არსებობს
პრობიოტიკები არაერთ ბაქტერიას აერთიანებს, თითოეულ მათგანს კი შეიძლება განსხვავებული უპირატესობა ჰქონდეს. ყველაზე მეტი მეგობარი ბაქტერია ორ ჯგუფში გვხვდება. ესენია ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები.
- ლაქტობაცილები — ეს ყველაზე გავრცელებული პრობიოტიკებია; ამ ჯგუფის ბაქტერიები იოგურტსა და სხვა ფერმენტირებულ საკვებში გვხვდება; შეიძლება დაგვეხმაროს როგორც დიარეის, ასევე ლაქტოზის (რძესა და რძის პროდუქტებში არსებული შაქარი) აუტანლობის დროს;
- ბიფიდობაქტერიები — ისინი რძის ზოგიერთ პროდუქტში გვხვდება; შესაძლოა, დაგვეხმაროს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა (IBS) და სხვა დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებაში.
ექიმმა უნდა შეაფასოს ის, თუ რომელი პრობიოტიკი დაგეხმარებათ ყველაზე უკეთ. ბევრ პრეპარატში, მათ შორის ულტრაბიოტიკშიც, ორივე ჯგუფის მეგობარი ბაქტერიები გვხვდება.
როდის შეგვიძლია მივმართოთ პრობიოტიკებს?
ცნობილია, რომ პრობიოტიკებმა ნაწლავში საკვების გადაადგილებასაც შეიძლება შეუწყოს ხელი. ამას ისინი აღნიშნულ პროცესში ჩართულ ნერვებზე ზემოქმედებით ახერხებს. მეცნიერები ჯერაც ცდილობენ გაარკვიონ, რომელი პრობიოტიკი რა პრობლემისთვის არის უფრო ეფექტიანი.
ზოგადად, სასარგებლო ბაქტერიები დანამატის სახით შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. ესენია:
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS);
- ნაწლავის ანთებითი დაავადება (IBD);
- ინფექციებით (ვირუსით, ბაქტერიითა თუ პარაზიტებით) გამოწვეული დიარეა;
- ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა.
ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ პრობიოტიკები არამხოლოდ მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს, არამედ სხვა შემთხვევებშიც სასარგებლოა, მათ შორის:
- კანის დაავადებების, თუნდაც ატოპიური დერმატიტის, დროს;
- საშარდე სისტემისა და ვაგინის ჯანმრთელობისთვის;
- ალერგიისა და გაციების საპრევენციოდ;
- პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის.
უმჯობესია, ექიმმა განსაზღვროს, რამდენად მიზანშეწონილია თქვენთვის პრობიოტიკების მიღება. გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ უნდა გამოირიცხოს მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემები, რომელთაც მეგობარი ბაქტერიების მიღება ვერ მოაგვარებს.
ზოგადად, პრობიოტიკების დანამატების მიღება უსაფრთხოა, თუმცა იმუნური სისტემის პრობლემებისა თუ სხვა მძიმე დაავადებების ქონის დროს მათი გამოყენება რეკომენდებული არაა.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ სასარგებლო ბაქტერიების მიღება მსუბუქ გვერდით მოვლენებს იწვევს, მათ შორის: კუჭის გაღიზიანებას, დიარეასა და შებერილობას. ეს რამდენიმე დღით გრძელდება, სანამ ორგანიზმი პრობიოტიკებს შეეგუება. გარდა ამისა, კონკრეტული დანამატის შედგენილობის მიხედვით, შესაძლოა, ზოგ ადამიანს ალერგიული რეაქციებიც განუვითარდეს.
თუკი რომელიმე გვერდითი მოვლენა ძალიან შეგაწუხებთ, უმჯობესია, პრეპარატის გამოყენება შეწყვიტოთ და თქვენს მკურნალ ექიმს მიმართოთ.
ულტრაბიოტიკის ან სხვა ამ ტიპის სხვა დანამატების შეძენას PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც შეძლებთ.





