აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები

რუსეთის ელჩის თქმით, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები სტამბოლიდან მოსკოვში გადაინაცვლებს

აშშ-სა და რუსეთის დროშები ჟენევაში, 10 იანვარი, 2022 წ. 
REUTERS/Denis Balibouse/File Photo

რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში აშშ-ში რუსეთის ახალმა ელჩმა, ალექსანდრ დარჩიევმა თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობაში არსებულ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სტამბოლიდან მოსკოვში გადაინაცვლებს. 

"რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენა ჯერ კიდევ შორსაა," - განუცხადა დარჩიევმა TASS-ს და დაამატა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაახლოებას ე.წ. "დიფ სთეითი" და კონგრესში ანტირუსი "ქორები" უშლიან ხელს. 

"უშუალოდ პროცესი რთულად მიმდინარეობს და ფერხდება არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტების მიერ, "დიფ სთეითის" სახით, არამედ ასევე "ქორების" მიერაც კონგრესში, სადაც მყარად ჩამოყალიბდა ანტირუსული ლობი". - ამბობს რუსეთის ელჩი. 

"შემიძლია დავადასტურო, რომ დელეგაციების მომდევნო მოლაპარაკებები ახლო მომავალში მოსკოვში გაიმართება," ციტირებს დარჩიევს რუსული სამთავრობო მედია. 

კომენტარები