ისრაელის ომი ტერორიზმთან

IDF: ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალებმა იერიში მიიტანეს იემენის ჰოდეიდას პორტზე

იემენის ჰოდეიდას პორტი ისრაელის იერიშის შემდეგ, 6 მაისი, 2025 წ. 
AFP

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო ხომალდებმა იერიში მიიტანეს იემენის პორტ ჰოდეიდაზე, რომელიც ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფების კონტროლქვეშაა.

IDF-ის განცხადების მიხედვით, პორტზე მიტანილი იერიში პასუხია ბოლო პერიოდში ჰუსიტების მხრიდან ისრაელზე ბალისტიკური რაკეტითა და დრონით თავდასხმაზე.

28 მაისს, ისრაელის მიერ იემენელ ჰუსიტებზე მიტანილი საჯარო იერიშების შემდეგ, ჰუსიტებმა ისრაელისკენ შვიდი ბალისტიკური რაკეტა და, სულ მცირე, ერთი დრონი გაუშვეს. გასულ ღამით გაშვებული რაკეტა კი მანამდე ჩამოვარდა, სანამ ისრაელს მიაღწევდა. 

ისრაელის არმიის თქმით, დღეს დილით მიტანილი იერიშების მიზნად ისახავდა "მიყენებული ზიანის გაღრმავებას პორტის სამხედრო გამოყენებაზე, რომელიც IDF-ისთვის ბოლო წლის განმავლობაში სამიზნე იყო და კვლავაც გამოიყენება ტერორისტული საქმიანობისთვის."

კომენტარები