ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ინფორმაცია თავდაპირველად, ადგილობრივმა მედიამ Info Imereti გაავრცელა. მათივე ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. უწეყბა დამატებით დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.





