თბილისში, N321 ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ, 20 ივლისს მოხდა. ტაბულას ინფორმაციით, 2 მგზავრი მსუბუქად დაშავდა.





