6 ივნისს, რუსეთმა, უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მასიური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა 407 დრონი და 45 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.
რუსებმა დრონები კურსკის, ორელის, მილეროვოს, შატალოვოს, პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან ააფრინეს.
6 ივნისის იერიშში რუსეთმა გამოიყენა:
- 407 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;
- 6 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
- X-101 ტიპის 26 ფრთოსანი რაკეტა;
- 2 ფრთოსანი რაკეტა ისკანდერ-კ;
- 1 რადიოლოკაციურსაწინააღმდეგო რაკეტა X-31P;
10:00 საათის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ განადგურებულია:
- განადგურებულია 199 შაჰედი; 169 დრონი რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია;
- 4 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი;
- 30 ფრთოსანი რაკეტა X-101;
- 2 ფრთოსანი რაკეტა ისკანდერ-კ;
თავდასხმის შედეგად დაზარალდა 13 ლოკაცია, ხოლო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად – 19.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში ასევე მონაწილეობდნენ ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის მობილური ჯგუფები.
რუსული იერიშის შედეგად დაზარალდა უკრაინის დედაქალაქი. ბოლო მონაცემებით, კიევში დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.





