ნარკოდანაშაული

RS: სარფის საბაჟოზე, ხელბარგში მეთადონისა და ბუპრენორფინის შემცველი 1 245 აბი აღმოვაჩინეთ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში "სარფი", დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

"მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები - მეთადონისა და ბუპრენორფინის შემცველი 1 245 აბი აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში, 4 შეკვრად დაფასოებული მედიკამენტები ჩაის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა". - ნათვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები