რუსულ სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებში გამოქვეყნდა რუსეთის მემორანდუმი, რომლის შემუშავება ვლადიმირ პუტინმა მთავრობას დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ დაავალა.
მემორანდუმში წარმოდგენილია რუსეთის 12 მოთხოვნა უკრაინისადმი:
- ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებად აღიარება; აღნიშნული ტერიტორიებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტინგენტისა და სხვა შეირაღებული ფორმირებების გაყვანა;
- უკრაინის ნეიტრალიტეტი, რომელიც გულისხმობს უარის თქმას, ნებისმიერ სამხედრო კავშირსა და კოალიციაზე, ასევე კრძალავს მესამე სახელმწიფოს სამხედრო საქმიანობას;
- აქამდე არსებული ყველა შეთანხმების შეწყვეტას, რომელიც ეწინააღმდეგება მე-2 პუნქტს;
- უკრაინა არ იქნება ბირთვული სახელმწიფო;
- რუსეთი განსაზღვრავს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის რაოდენობას, უნდა დაიშალოს შეიარაღებულ ძალებში შემავალი ნაციონალისტური ფორმირებები;
- რუსულ ენას მიენიჭოს ოფიციალური სტატუსი, რუსულ და რუსულენოვან მოსახლეობას მიეცეთ სრული უფლებები და თავისუფლება;
- კანონის დონეზე აიკრძალოს ნაციზმის და ნეონაციზმის პროპაგანდა, დაიშალოს ნაციონალისტური ორგანიზაციები, პარტიები;
- ყველა მოქმედი სანქციის მოხსნა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მოქმედებს;
- გადაადგილებული პირების დაბრუნება ოჯახებში;
- ორმხრივი უარის თქმა ომში მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე;
- მოეხსნას შეზღუდვები უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას;
- ეკონომიკური, დიპლომატიური, სატრანსპორტო და სხვა ტიპის ურთიერთობების აღდგენა (გაზის ტრანზიტის ჩათვლით);





