მსოფლიო მშვიდობის რღვევა, სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა, ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობისთვის, გენდერული და ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებების შეზღუდვის მცდელობა, მედიის თავისუფლების გლობალური რღვევა და ცენზურა, ლიბერალური ფაშიზმი ერთი ცენტრიდან არის კოორდინირებული - ჩვენ ამ ცენტრს 2022 წლიდან "გლობალური ომის პარტიას" ვეძახით, ხოლო შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია მას "დიფ სთეითად" მოიხსენიებს.
მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ ბრძოლა "დიფ სთეითს" გამოუცხადა უცხოური ინტერვენციების ცნობილი მეთოდები, როგორიცაა USAID და NED , რომლის საშუალებითაც "დიფ სთეითი" ცდილობდა საქართველოში ბოლოს 4 წლის განმავლობაში 4 რევოლუციის მოწყობას, ორივე გაუქმებულია.
ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯების იმედისმომცემია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, როგორც ჩანს, "დიფ სთეითი" ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიებში, რაც კარგად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.
ამის კონკრეტული მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული 6 უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი. ე.წ. MEGOBARI აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს "დიფ სთეითს" და უეჭველად დადებითად აისახება ეს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაში.





