რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინაზე რუსეთის მორიგ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 46

ბოლო 24 საათში რუსეთის მიერ უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე მიტანილ იერიშებს ერთი პირი ემსხვერპლა, ხოლო 46 დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით Iskander-M ან KN-23-ის ტიპის ხუთი ბალისტიკური რაკეტა და შაჰედის ტიპის 88 საბრძოლო დრონი გაუშვა.

საჰაერო თავდაცვამ 34 დრონი ჩამოაგდო, ხოლო 37 მათგანი ან ელექტრონულმა საბრძოლო სისტემებმა გაანეიტრალა ან რადარებიდან გაქრა.

დნიპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის თქმით, ნიკოპოლის რაიონში დრონების შეტევების შედეგად ორი ქალი დაშავდა.

გუბერნატორ ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში დარტყმებს 85 წლის მამაკაცი ემსხვერპლა და კიდევ ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 წლის ბავშვი. დაზიანდა 70-ზე მეტი სახლი და 12 საცხოვრებელი კორპუსი.

ოლქის გიბერნატორის ცნობით, მიკოლაევში თავდასხმის შედეგად 7 წლის ბავშვი დაშავდა.

კომენტარები