ტრამპის ადმინისტრაცია

ჩრდილოეთ კორეა: აშშ-ს "ოქროს გუმბათის" პროგრამა კოსმოსში ბირთვული ომის სცენარია

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ "ოქროს გუმბათის" კოსმოსური პროგრამის დაწყებას აკრიტიკებს

ტრამპმა ისტორიაში პირველი კოსმოსური თავდაცვის სისტემის დაწყება 21 მაისს გამოაცხადა. 

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ აშშ-ს მიერ "ოქროს გუმბათის" პროგრამის დაწყება "კოსმოსში ბირთვული ომის სცენარის ნაწილია".

"ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დოქტრინის, თვითკმაყოფილების, ამპარტავნებისა და მბრძანებლური ქცევის ტიპიური პროდუქტია. ეს არ არის "თავდაცვითი ზომები" ვინმესგან "საფრთხის" თავიდან ასარიდებლად, არამედ ეს არის კოსმოსში ბირთვული ომის სცენარი, რომელიც ხელს უწყობს უნიპოლარულად დომინირებისთვის აშშ-ს მიერ შემუშავებულ სტრატეგიას" – წერია ანგარიშში. 

დოლანდ ტრამპის თქმით, პროგრამა დაახლოებით სამ წელში დასრულდება, ხოლო მისი სრული ხარჯი $175 მილიარდს შეადგენს. ტრამპის თქმით, თავდაპირველად პროგრამის დასაწყებად $25 მილიარდი იქნება საჭირო, რისთვისაც შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია კონგრესში წარსადგენად. 

ტრამპმა აშშ-ს შეიარარებულ ძალებს ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა მიმდინარე წლის 27 იანვარს დაავალა. ტრამპი აღნიშნავს, რომ ბირთვული თავდასხმებისგან ეფექტური თავდაცვის სისტემის შექმნის იდეა პირველად პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წამოწია 1983 წელს, თუმცა, იმ პერიოდში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობდა. 

კომენტარები