სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, დასახლებული პუნქტები ნოვენკოიე, ბასოვკა, ვესელევკა და ჟურავკა რუსეთის ჯარის კონტროლქვეშ არის.
"დღეისთვის მეტოქე სუმის ოლქში დასახლებულ პუნქტებს: ნოვენკოიეს, ბასოვკას, ვესელევკასა და ჟურავკას აკონტროლებს.
ამ სოფლების მოსახლეობა დიდი ხნის წინ არის ევაკუირებული. მშვიდობიანებს არაფერი ემუქრებათ". – განაცხადა სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, ოლეგ გრიგოროვმა.
მეთაურის თქმით, რუსეთის შენაერთები ცდილობენ წინ წაიწიონ და ე.წ. ბუფერული ზონა შექმნან, თუმცა მათი მცდელობები წარუმატებელია.
საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ვოდოლაგის, ვლადიმიროვკის, ბელოვოდოვი, კონსტანტინოვკისა და კონდტრატოვკის მიდამოებში.
"უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენი მცველები მტკიცედ იგერიებენ მტრის იერიშებს და მეტოქეს სუმის ოლქში ღრმად შეღწევის საშუალებას არ აძლევენ". – თქვა გრიგოროვმა.





