რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: როგორც ყველა დამნაშავე, რუსეთი მხოლოდ ძალით შეიძლება შეიზღუდოს

ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები და მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებზე ყველაზე მასშტაბური დრონების იერიში განახორციელა - 355 საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი, ძირითადად "შაჰიდების" ტიპის. ასევე, 9 ფრთოსანი რაკეტის გაშვებაც განხორციელდა. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

თავდასხმა ჩერნიგოვის რეგიონიდან ხმელნიცკის რეგიონამდე და ხარკოვის რეგიონიდან ოდესის რეგიონამდე არეალს მოიცავდა. ეს ზედიზედ მესამე ღამე იყო, როდესაც რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით შეტევა, კომბინირებული ტერორი განახორციელა.

მხოლოდ სრული დაუსჯელობის შეგრძნებას შეუძლია მისცეს რუსეთს უფლება განახორციელოს ასეთი შეტევები და მათი მასშტაბი მუდმივად ზარდოს. ამას არ აქვს რეალური სამხედრო ლოგიკა, მაგრამ აქვს მკაფიო პოლიტიკური მნიშვნელობა. ამ ქმედებებით პუტინი აჩვენებს, თუ რამდენად ეზიზღება მსოფლიო - მსოფლიო, რომელიც მასთან "დიალოგისთვის" უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს, ვიდრე რეალური ზეწოლის განხორციელებაზე.

როგორც ყველა დამნაშავე, რუსეთი მხოლოდ ძალით შეიძლება შეიზღუდოს. მხოლოდ ძალით - შეერთებული შტატების, ევროპის და ყველა იმ ქვეყნის ძალით, რომლებიც აფასებენ სიცოცხლეს - შეიძლება შეჩერდეს ეს შეტევები და დამყარდეს ნამდვილი მშვიდობა.

რუსული შეტევების გაძლიერებას სანქციების გამკაცრება უნდა მოჰყვეს. რუსეთის დაუნდობელი დამოკიდებულება დიპლომატიის მიმართ და მისი უარი, თუნდაც ზავის განხილვაზე, უნდა იქნეს მიღებული, როგორც რუსეთის ფინანსების გაყინვისა და მისი ნავთობის ვაჭრობის შეჩერების აუცილებლობის სიგნალი.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მსოფლიოში მხარს სწორედ ასეთ მკაცრ დღის წესრიგს უჭერს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და ამისათვის, ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ის რესურსები, რომლებიც მათ საბრძოლო ნებას აძლიერებენ

დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში

ცნობისთვის, 26 მაისის ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყების დღიდან დრონებით ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსებმა 364 დრონი გამოიყენეს.

საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 233 დრონი. გარდა ამისა, ჩამოგდებულია 9 ფრთოსანი რაკეტა.

კომენტარები