აშშ-ვენესუელა

რუბიო ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი პლატფორმა X-ზე წერს.

"მქონდა პატივი შევხვედროდი ვენესუელელ მამაც ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც მადუროს რეპრესიისა და ტირანიის სამიზნეები გახდნენ. მათი სიმამაცე შთააგონებს ყველას, ვინც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, განსაკუთრებით ხუან პაბლო გუანიპას და 70-ზე მეტი ადამიანის თვითნებური დაკავების ფონზე". - წერს მარკო რუბიო.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკან არ დაიხევს, მხარი დაუჭიროს ვენესუელელების ბრძოლას დემოკრატიისთვის და ყველა უკანონოდ დაკავებული ამერიკელის უსაფრთხო დაბრუნებას.

კომენტარები