რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ალაუდინოვი: რუსეთი კურსკს და ბელგოროდს სრულად აკონტროლებს, უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა

რუსული სპეცდანიშნულების რაზმის, "ახმატის" ხელმძღვანელი აპტი ალაუდინოვი

რუსული სპეციალური დანიშნულების რაზმის, ახმატის მეთაურის, აპტი ალაუდინოვის თქმით, რუსეთის ჯარი სრულად აკონტროლებს კურსკისა და ბელგოროდის ოლქებს.

"კურკსა და ბელგოროდში სიტუაცია კონტროლდება. მეტოქე დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა რაღაც ნაწილი დაეკავებინა. უკრაინამ გადაისროლა დიდი ოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ყველა ეგრეთ წოდებული კონტრშეტევა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დიდი დანაკარგით დასრულდა. ბელგოროდისა და კურსკის ოლქების ტერიტორია შეიძლება ითქვას, რომ სრულად კონტროლის ქვეშაა". – თქვა ალაუდინოვმა.

ალაუდინოვის მტკიცებით იერიშის დროს გამოყენებული უკრაინული ტექნიკა, სრულად განადგურებულია.

22 მაისს, კრემლის მედიებში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინული კონტრშეტევის შესახებ, რომელიც რუსეთმა წარმატებით მოიგერია.

რუსული მედიები ნიკოლაევოს პრორუსული მოძრაობის კოორდინატორის, სერგეი ლებედევის სიტყვებს ეყრდნობოდნენ.

"სუმის ოლქი. ორმაგი დარტყმა... განადგურებულია ორი ქვედანაყოფი, რომელიც კურსკის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ". – წერს ლებედევი.

კომენტარები