22 მაისს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 128 უპილოტო საფრენი აპარატით მასშტაბური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 74 რუსული დრონი.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 38 უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთმა ასევე ქალაქ ტაგანროგიდან გაისროლა ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა.
საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.