მიწისძვრა ეგეოსის ზღვაში

კრეტასთან 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

კრეტა
AAP

22 მაისის დილის საათებში საბერძნეთის კუნძულ კრეტის სიახლოვეს, ზღვის ქვეშ, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც ეგეოსის ზღვის მასშტაბით იგრძნობოდა, თუმცა პირველადი ცნობებით, მიწისძვრას შედეგად დაშავებულები ან მნიშვნელოვანი ნგრევა არ მოჰყოლია.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა მიწისძვრის ამსახველი ვიდეოც:

რეგიონული მთავრობის მაღალჩინოსანმა ბერძნულ სამთავრობო ტელევიზიასთან განაცხადა, რომ პირველადი შეფასებით "დაშავებულების ან სერიოზული ზიანის შესახებ ცნობები არ არის."

კრეტის სიახლოვეს მიწისძვრა გასულ კვირასაც მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 6.3 მაგნიტუდას მიაღწია და გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იერუსალიმსა და თელ-ავივშიც იგრძნობოდა. 

ცნობისთვის, საბერძნეთი გეოლოგიურ რღვევის ხაზზე მდებარეობს და ქვეყანაში სეისმური აქტიურობა ხშირად შეინიშნება. ეგეოსის ზღვაში, რომელიც აფრიკისა და ანატოლიის ტექტონიკური ფილების თანხვედრის წერტილში მდებარეობს, მიწისძვრები ხშირად იგრძნობა.  

კომენტარები