[...] წლების განმავლობაში სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმს ეძახდნენ ამ წლებს და ახლა ხაზარაძეს, გახარიას და ჯაფარიძეს იბარებენ ამ კომისიაში და მე ჯერ არ დავუბარებივარ. [...] უნდათ, რომ დღევანდელი დაპირისპირება წარმოაჩინონ, როგორც დაპირისპირება დღევანდელ და წინა ხელისუფლებას შორის - რა, რა თქმა უნდა, სიცრუეა და ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ. [...] ჩემი ჯერჯერობით არდაბარება არის მაგალითი იმის, როგორ ფეხებზე კიდიათ ფაქტებიც, საღი აზრიც და საკუთარ მომხრეებს არ სცემენ პატივს - თუმცა, რა თქმა უნდა, თუ დამიბარებენ - იქ მისვლას არ ვაპირებ.
როგორი წინააღმდეგობრივიც არ უნდა იყოს ფიგურა, მე ვიქნები, ოქრუაშვილი, თუ ვინმე, ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ოქრუაშვილი ციხეში იმიტომ არის, რომ ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდა, ეგ არის აქ პრობლემა და თუ დაიჭირეს სხვებიც, ზურა ჯაფარიძის საქმეა ახლა, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნა.
მაგრამ, აქ მე რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია არის ის, რომ სწორად შევაფასოთ ეს ყველაფერი. ეს ამბავი, ჩემი აზრით, რაღაც ცენტრალურ საკითხად არ უნდა იქცეს, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი რამეა სასწორზე, ვიდრე თუნდაც სამარცხვინო პოლიტიკური დევნა ცალკეული პოლიტიკოსების, ან ოპოზიციის ბევრი ლიდერის, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი საფრთხეა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს მთლიანად ჩვენი მომავლისთვის, ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ თითქოს მანდ არის ბრძოლის მთავარი ველი, მაგ საკითხზე. ეგ ერთი საკითხია. ფართო კონსენსუსი რაზეც არის ჩვენს ქვეყანაში - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ადგილი თავისუფალ სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში, რასაც საფრთხეს უქმნის ივანიშვილის რეჟიმი, ამაზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და ეს ვაჩვენოთ, როგორც მაგალითი მათი სამარცხვინო საქციელის, როგორ უნდათ ყურადღების ამაზე გადატანა.
ყოველ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში ასე იქნება ეს ნამდვილად. მათ შორის, ამიტომ არ ვაპირებ არათუ იქ მისვლას, მერე რაიმე სახის თანამშრომლობას, ოღონდ ერთი დათქმა მინდა, რომ ეს გირაოს საკითხი არ უნდა იქცეს მთავარ თემად, გამოდის რომ ისევ ივანიშვილის რეჟიმის შემოგდებულ მასკარადზე ხდება დაპირისპირება. მე მესმის მათი, ვინც არ გადაიხადა, ჩემი პოზიციაც ასეთია და არა იმიტომ რომ პრინციპული საკითხია - ასე არ ვუყურებ, უბრალოდ მერე სასამართლოზე სიარულს და ამ მასკარადისთვის ხელის შეწყობას არ ვაპირებ, თუ მეღირსა აქამდე მისვლა, რაიმე თვითმიზანი კი არ მაქვს, უბრალოდ პროგნოზს ვიძახი. მაგრამ ვინც გადაწყვიტა გირაოს გადახდა, ამ თემაზე ახლა დაპირისპირება არის ძალიან არაზუსტი - მორალურად და პრაგმატულად, ვინმეს დამუნათება.





