ჯარიმების გაზრდა, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდარღვევის პრევენციას უწყობს ხელს, თუ მაღალია ჯარიმა, უფრო მეტად უწყობს ხელს. თუმცა, ერთი საკითხი ის არის, რომ მოგეხსენებათ კონკრეტულმა არასამთავრობოებმა შექმნეს ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომლებიც ასაჩივრებენ ყველა ტიპის ჯარიმას და რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს ამ საკითხთან მიმართებაში. თუმცა, გარკვეულწილად შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ცრუ იმედები შეიქმნა ამ გასაჩივრებით - შეიძლება გარკვეული ვადით აღსრულებაში ვერ მოხვდეს კონკრეტული ჯარიმები, თუმცა კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ, ბუნებრივია ამ ადამიანებს მოუწევთ ამ ჯარიმების გადახდა. ნაწილი, სასამართლო განხილვები უკვე დასრულებულია და წავიდა აღსრულებაში, ნაწილზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები.
შესაბამისად, ჩემი თხოვნა იქნება თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა, რომ თითქოს ეს ჯარიმები არ მუშაობს, ეს ჯარიმები მუშაობს და შესაბამისად, თითოეულ მათგანს მოუწევს გადახდა. ამიტომ, საჭირო არის, რომ არ დაარღვიონ კანონი და თუკი ადამიანს აქვს პროტესტი, გამოხატოს იმ ფორმით, რაც კანონით არის.





