უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

ზელენსკი: არავინ დათმობს საკუთარ მიწას, ხალხს, სახლს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
kyivindependent.com

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

"საკუთარი ტერიტორიებიდან ჩვენ ჯარს არავინ გამოიყვანს, ეს არის ჩემი, ჩვენი სამხედროების კონსტიტუციური ვალი... არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს საკუთარ მიწას, საკუთარ ხალხს, საკუთარ სახლებს. არ ვიცი რა პრინციპებს ეყრდნობა მემორანდუმი, მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან უკრაინული ჯარის გაყვანას ითხოვს, მაშინ მას არ სურს ომის დასრულება. იმიტომ, რომ მკაფიოდ ხვდებიან, რომ უკრაინა ამას არ იზამს". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან კიდევ ერთხელ ილაპარაკა ტრამპთან, რომელმაც ცოტა ხნით ადრე პუტინთან ტელეფონით ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთი კომპრომისებისთვის მზად არის და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს, რაც იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. 

ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინა ელოდება მემორანდუმის რუსულ ვარიანტს:

"მე ასე მესმის, რომ მათ განიხილეს პუტინთან, რუსულ მხარესთან, რომ ორმხრივი ფორმატის შესაბამისი მემორანდუმი იქნება, რომელიც მიგვიყვანს ომის დამთავრებასთან, ანუ მოლაპარაკებასთან. მემორანდუმი უნდა იყოს ისეთ, რომელიც ყველა მხარისა და ორივე ქვეყნის მხარდაჭერით შედგება. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაფერი უცნობია. თუ რუსეთი წარადგენს საკუთარ მემორანდუმს, შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა".

კომენტარები