უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

უშაკოვი: ცეცხლის შეწყვეტის ზუსტ დროზე პუტინს და ტრამპს არ უსაუბრიათ

იური უშაკოვი
RBC.ua

ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

მთავარი გზავნილები უშაკოვის განცხადებიდან:

  • უკრაინის თემატიკაზე ტრამპმა და პუტინმა დეტალურად, საინტერესო ნიუანსებით ისაუბრეს;
  • ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტულ დროზე მხარეებს არ უსაუბრიათ;
  • პუტინმა და ტრამპმა ტყვეების მორიგ გაცვლაზე იმსჯელეს, ფორმატი – 9x9;
  • პუტინმა და ტრამპმა სიღრმისეულად განიხილეს ომის დარეგულირების საკითხები;
  • ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთს ხედავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ პარტნიორს ომის დასრულების შემდეგ;

უშაკოვის მტკიცებით, საუბარი იმდენად კარგად წარიმართა, რომ ტრამპს "საუბრის შეწყვეტა და ყურმილის დადება" არ სურდა.

პუტინის თანაშემწის თქმით, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა იგეგმება, თუმცა დრო და ადგილი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები