ამერიკელი მუსიკოსი, კრის ბრაუნი გაერთიანებულ სამეფოში, მანჩესტერში მდებარე სასტუმროში მუსიკალურ პროდიუსერზე, ეიბ დიავზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ეიბ დიავი კრის ბრაუნს თავდასხმაზე, ჯერ კიდევ 2023 წლის 19 თებერვალს სდებდა ბრალს - მისი თქმით, ბრაუნმა 2023 წელს, ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მას ბოთლი გადაამსხვრია თავზე, რის შემდეგაც კიდევ გაუსწორდა ფიზიკურად.
როგორც მეტროპოლიტენის პოლიციის წარმომადგენელმა BBC-ის განუცხადა, რომ ხუთშაბათს 36 წლის ამერიკელი მუსიკოსი დააკავეს - BBC წერს, რომ დაკავება 2023 წლის 19 თებერვალს მომხდარ შემთხვევას ეხება.
მანამდე, კრის ბრაუნის გაერთიანებულ სამეფოში შემოსვლაზე ასევე წერდა ბრიტანული გამოცემა, The Sun - მათი თქმით, მუსიკოსის კერძო თვითმფრინავი გაერთიანებულ სამეფოში ოთხშაბათს დაჯდა და მათ ამის შესახებ სამართალდამცველებს მაშინვე აცნობეს.
კრის ბრაუნი გაერთიანებულ სამეფოს ტურნეს ფარგლებში ეწვია.