რუსული რეჟიმი

კობახიძე 26 მაისის საპროტესტო აქციაზე: ფეხი არ დაუცდეთ - ეს არის მკაფიო გაფრთხილება

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ ალეკო ელისაშვილისგან - ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს.

რაც შეეხება 26 მაისს, - 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. 

ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში.

რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.

ფეხი არ დაუცდეთ - ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე სხვა ნაციონალების მიმართ.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, აქამდე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ საზოგადოების სხვადასხვა სფეროებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი ჩამოყალიბდა. 

კომენტარები