რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის გვერდით ვდგავართ – გერმანიის საგარეო მინისტრი 9 მაისისთვის უკრაინაში ჩავიდა

Dominika Zarzycka/ZUMA/IMAGO

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კოლეგებთან ერთად 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით უკრაინაში ჩავიდა, პარალელურად კი მოსკოვში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აღლუმი მიმდინარეობს.

ვადეფულის თქმით, "კოლეგებთან ერთად სურს", აჩვენოს, "რომ უკრაინის გვერდით დგანან". მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უსაფრთხოებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს და უკრაინის მხარდაჭერა გამოხატოს. 

ამის შესახებ გუშინ, 8 მაისს, ვადეფულმა მიმართვა X-ზე გაავრცელა.

"საღამო მშვიდობისა, ახლა დაახლოებით საღამოს 11 საათია და უკრაინაში, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, პირველად ჩავედი. რატომ? რადგან EU-ს ქვეყნებიდან სხვა ჩემს კოლეგებთან ერთად მსურს, ხვალ, ევროპის დღეს, ვაჩვენო, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ. ევროკავშირი იმედის ადგილია, თავშესაფარია აქ, უკრაინაში, მრავალი ადამიანისთვის, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ეს ქვეყანა ერთ დღეს გაწევრიანებას შეძლებს.

გერმანია ამას მხარს დაუჭერს. ჩვენ [რედ. - EU] ვართ ორგანიზაცია, რომელიც ევროპაში უსაფრთხოებას და წესრიგს უჭერს მხარს. ეს ჩემი საგარეო პოლიტიკის ბირთვული ელემენტიც არის. 

უსაფრთხოებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა უნდა წავმართოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხვალ უკრაინის მიმართ სოლიდარობის სიგნალი ერთობლივად გავგზავნოთ. ჩვენ იქ ვიქნებით ევროპის დღეს, რათა ვაჩვენოთ, რომ სოლიდარობა გვაქვს და რომ ვიდგებით ერთად და რუსულ აგრესიაზე თვალს უბრალოდ არ დავხუჭავთ". - თქვა ვადეფულმა.

კომენტარები