ახლო აღმოსავლეთი

ისრაელმა იემენის საპორტო ქალაქში ჰუსიტების წინააღმდეგ სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელმა იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდანში ჰუსიტების წინააღმდეგ სარაკეტო იერიში მიიტანა. ამ დროისთვის ზიანის შესახებ ინფორმაცია უცნობია. 

ცოტა ხნით ადრე, იემენის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქთან, სანაასთან ახლოს აშშ-მ მიიტანა იერიში. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 4 მაისს პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტებსა და  ირანს პასუხს გასცემს, მას შემდეგ რაც ჰუსიტებმა ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჰუსიტების ყველა გასროლა ირანის მხრიდან გასროლად ჩაითვლებოდა.

უსიტების მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა 4 მაისის დილას ბენ გურიონის აეროპორტის მახლობლად დაეცა. დაშავდა 6 ადამიანი. 

აფეთქება აეროპორტის მესამე ტერმინალის სიახლოვეს მართვის კოშკიდან ასეულ მეტრში მოხდა. 

ჰუსიტების განცხადებით, ისინი ისრაელზე "სრული საჰაერო ბლოკადის" დაწესებას ცდილობენ და ბენ გურიონის აეროპორტის მიმართულებით რაკეტების გაშვებას გააგრძელებენ.

იემენში ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარეემ, ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ ისრაელის მიმართულებით რეისები გააუქმონ.

აფეთქების მიუხედავად, აეროპორტმა მუშაობა მალევე განაახლა, თუმცა შემთხვევის შედეგად 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. 

კომენტარები