რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, განადგურებულია 69 დრონი

Pravda.ua

4 მაისს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 150 რუსული დრონიდან განადგურებულია 69.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად, ლოკაციურად დაკარგულია 80 უპილოტო საფრენი აპარატი.

იერიშის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, დნეპრის, დნეპროპეტროვკის, ჩერკასისა და კიევის ოლქები.

კიევის ოლქზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები