რობერტ ფიცო

რობერტ ფიცო 9 მაისის აღლუმზე დასწრებას კვლავ აპირებს

რობერტ ფიცო და ვლადიმირ პუტინი
RIA Novosti

სლოვაკეთის მმართველი პარტია "სმერის" წევრისა და დეპუტატის, იან რიხტერის თქმით, სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო კვლავ გეგმავს 9 მაისს მოსკოვში პუტინის აღლუმს დაესწროს.

სლოვაკური მედიაგამოცემა Denník N რიხტერზე დაყრდნობით წერს, რომ ფიცოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგ ფორმაშია.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფიცომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 1 მაისს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა, თუმცა ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.

"შესაძლოა ეს 15 მაისის მოახლოებას უკავშირდებოდეს, შესაძლოა ფსიქოლოგიური ფაქტორია. ის აცნობიერებს, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად დამთავრებულიყო". - განაცხადა რიხტერმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 მაისს ფიცოს ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის სხდომის შემდეგ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აშშ-ში მოკლევადიანი ვიზიტის დროს შეუძლოდ გახდა და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა. ინფორმაციას POLITICO სერბეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, ვუჩიჩი 2 მაისს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ ბელგრადში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე, 15 აპრილს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპელ ლიდერები გააფრთხილა, არ დაესწრონ მოსკოვში 9 მაისის სამხედრო ღონისძიებას და მოუწოდა მათ, სოლიდარობის ნიშნად უკრაინის გვერდით დადგნენ.

კომენტარები