რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სახდეპის თქმით, პროგრესის გარეშე აშშ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში შუამავალი აღარ იქნება

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ტემი ბრიუსი
cdn.net

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა თქვა, რომ სამომავლოდ აშშ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში შუამავალი აღარ იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს მხარეების მხრიდან პროგრესის ნაკლებობის შემთხვევაში მოხდება.

ამის შესახებ ბრიუსმა რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტაზე უარისა და მათთვის სანქციების დაწესების შესახებ დასმული კითხვის პასუხად ილაპარაკა

"მდივანმა ასევე ძალიან ნათლად გამოხატა, რომ, მართალია, ჩვენი სტილი შეიცვლება, მაგრამ ჩვენი მეთოდოლოგია იმის, თუ როგორ შეგვაქვს ამაში წვლილი, შეიცვლება იმგვარად, რომ შუამავლები აღარ ვიქნებით. ეს ვახსენე სამშაბათს და ბუნება იმისა, თუ როგორ შეიცვლებოდა ეს - ჩვენ კვლავ ერთგულები ვართ და დავეხმარებით და ვიზამთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ უმიზეზოდ მსოფლიოს გარშემო არ ვიფრენთ, რათა შეხვედრებს შუამავლობა გავუწიოთ, ეს იქნება ორ მხარეს შორის და და ახლა არის დრო, როდესაც მათ უნდა წარადგინონ და განავითარონ კონკრეტული იდეები იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი. ეს მათზეა დამოკიდებული". - თქვა ბრიუსმა. 

ბრიუსმა რუსეთის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამის სურვილი აქამდე გამოხატა და აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად მოქმედი სანქციების გაუქმებას არ აპირებს. მისივე თქმით, ტრამპს სურს, რომ აშშ ყველა საქმეში "დიპლომატიურად" მოქმედებდეს. 

"ვიცით, კვლავ, რომ მან ამის გაკეთების სურვილი გამოხატა, [...] აშკარაა, რომ ამჟამად არსებული სანქციებს არ ვაუქმებთ. პრეზიდენტს სურს, რომ ჩვენი, როგორც ერის, ყველა ქმედება დიპლომატიური იყოს, ამისადმი ერთგულების გამო. ასევე იცის, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილიც არის, მთლიანი პლანეტაა, რომელიც ყურადღებას საჭიროებს". - თქვა ბრიუსმა. 

მისი თქმით, ახლა ეს საკითხი მხარეებს შორის დგას.

"დადგა დრო, რომ მათ წარადგინონ და განავითარონ კონკრეტული იდეები, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს კონფლიქტი, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება". - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მანამდე, 27 აპრილს, სახელმწიფო მდივანმა მარკომ რუბიომ განაცხადა რომ მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება. 

"ჩემი აზრით, ეს კვირა ძალიან გადამწყვეტი იქნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კვირა, როდესაც ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, გვსურს თუ არა, ვიყოთ ამ ძალისხმევაში ჩართულები, თუ - დროა, რომ სხვა საკითხებზე გადავიტანოთ ყურადღება, რომელიც არანაკლებ ან, ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტად მნიშვნელოვანია". - რუბიომ NBC News-თან ინტერვიუში

კომენტარები