რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

კრემლი ГРУ-ს გენერლის აფეთქებაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს

REUTERS/Yulia Morozova

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გენერალ იაროსლავ მოსკალიკის აფეთქებაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა.

"კიევის რეჟიმმა თავისი ნამდვილი ბუნება კიდევ ერთხელ აჩვენა. კიევის რეჟიმი აგრძელებს ტერორისტულ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე". - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მოსკალიკის მკვლელობა "კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიუხედავად სამშვიდობო მოლაპარაკებებისა, ფხიზლად ყოფნაა საჭირო".

ГРУ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი 25 აპრილს მოსკოვის ქალაქ ბალაშიხაში ააფეთქეს.

რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, დისტანციური მართვის ბომბი გაჩერებულ მანქანაში აფეთქდა, როდესაც მოსკალიკმა მის სიახლოვეს ჩაიარა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსკალიკის აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

კომენტარები