რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ლონდონში შემუშავებული ახალი სამშვიდობო გეგმა ტრამპის მაგიდაზეა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Tetiana Dzhafarova/AP Photo/picture alliance

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 23 აპრილს ლონდონში უკრაინის, ევროპის და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრაზე სამშვიდობო შეთანხმების ახალი, მრავალპუნქტიანი ვერსია შემუშავდა.

ამასთან დაკავშირებით მან 24 აპრილს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სირილ რამაფოსასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტი, რომელიც ლონდონში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მომზადდა, ამჟამად, სავარაუდოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მაგიდაზეა.

"შეერთებული შტატების წინადადების შემდეგ გაჩნდა სხვა დოკუმენტებიც და მე ვფიქრობ, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზეა," - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებების კონტექსტში "წითელი ხაზების" შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც მან უპასუხა, რომ სრული ცეცხლის შეწყვეტის გარეშე "წითელ ხაზებზე" საუბარს აზრი არ აქვს.

"ვერაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს და ჩვენს კონსტიტუციას, ვერ იქნება ვერც ერთ შეთანხმებაში," - დაამატა ზელენსკიმ.

კომენტარები