აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც უკრაინა საკუთარი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისა და მისი რაკეტების წარმოების შესაძლებლობას მიიღებს.
"ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ Patriot-ები თავად აწარმოოთ. საკმაოდ მაგარია, არა?" - თქვა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს. "აწი ვეღარ იტყვით, რომ ჩვენ მათ საკმარისი რაოდენობით არ გაწვდით - თავად აწარმოებთ" - იხუმრა მან.
მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად სწრაფად შეძლებად უკრაინა ამ ახალი წარმოების დაწყებას ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "ვფიქრობ, მათ საკმაოდ სწრაფად შეუძლიათ მათი წარმოება".
ცნობისთვის, ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ანტიბალისტიკური სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღების საკითხი განიხილა.




