რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიევი დაბომბა, დაიღუპა 10 ადამიანი

კიევის დაბომბვის შედეგები, 2025 წლის 24 აპრილი
უკრაინის სამაშველო სამსახური

24 აპრილის ღამეს, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით, ბალისტიკური და მართვადი რაკეტებით უკრაინის დედაქალაქზე მასიური იერიში მიიტანა.

თავდასხმის შედეგად დაღუპულია 10 და დაშავებულია 63 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. 

ყველაზე დიდი ნგრევა სვიატოშინის რაიონშია, სადაც რაკეტამ საცხოვრებელი სახლი დაანგრია. ადგილზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ დარჩენილია ხალხი.

გარდა ამისა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებით, კიევის გარდა დაიბომბა ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, პოლტავის, ხმელნიცკის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც.

დაახლოებით 11 საათზე ცნობილი გახდა, რომ სვიატოშინის რაიონში დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან 6 საათიანი მუშაობის შემდეგ მაშველებმა ამოიყვანეს 30 წლის კაცი. 

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ 25 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები