რუსული რეჟიმი

მაჭარაშვილი: ბევრი ქვეყნის ელჩი ენმ-ის ან მისი სატელიტების პოლიტიკას წარმართავს

სამწუხაროდ, ყველა არა, მაგრამ ბევრი ქვეყნის ელჩი არათუ პოლიტიკაში ერევა, არამედ ნაცმოძრაობის ან მისი რომელიმე სატელიტი პარტიის პოლიტიკას წარმართავს [...] კიდევ გეუბნებით, საჯაროდ ასეთი რამ საბჭოთა კავშირის მაშინდელ მესვეურებსაც კი არ გაუკეთებიათ [...]

სამწუხარო მოცემულობაა ის, რომ ევროკავშირის მხრიდან ვაჭრობისა და მანიპულაციებისთვის ჯერ კანდიდატის სტატუსი გამოიყენეს, როგორც მექანიზმი. სტატუსის მიღების შემდეგ, მანიპულაციებისთვის უკვე მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმი გამოიყენეს. ახლა კი ვიზალიბერალიზაცია ხდება მანიპულაციის საშუალება [...] ვიზალიბერალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან. და თუ შენ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნასა და კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობებზეა საუბარი? 

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა. 

კომენტარები