პაპი ფრანცისკეს გარდაცვალება

ზელენსკი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს

პაპი ფრანცისკე (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Volodymyr Zelenskyy/X

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 26 აპრილს პაპი ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ზელენსკის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის კომენტარზე დაყრდნობით ვრცელდება

როგორც ლიტვინმა უკრაინულ მედიასთან თქვა, დაკრძალვაზე დასწრებას, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკაც გეგმავს. 

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან წინამძღოლობდა. ვატიკანის განცხადებით, პაპის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. 

წმიდა საყდარმა 22 აპრილს პაპის დაკრძალვის ცერემონიის განრიგი გამოაქვეყნა. პაპს წესს 26 აპრილს, დილის 10:00 საათიდან წმიდა პეტრეს მოედანზე აუგებენ. ცერემონიის შემდეგ პაპს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. 

დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი. დასწრება დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. 

პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ X-ზე გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა.

"მილიონობით ადამიანი მსოფლიოს გარშემო გლოვობდ პაპი ფრანცისკის ტრაგიკულ გარდაცვალებას. მან ცხოვრება დაუთმო ღმერთს, ხალხს და ეკლესიას.

მან იცოდა, როგორ მოგცეს იმედი, შეამსუბუქოს ტანჯვა და ხელი შეუწყოს ერთობას. ის ლოცულობდა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის. ვგლოვობთ ყველა კოთილიკესა და ქრისტიანთან ერთად, რომლებიც ფრანცისკესთან სულიერ მხარდაჭერას ეძებდნენ. მარადიული ხსოვნა!" - წერდა უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

კომენტარები