რუსული რეჟიმი

კალაძე კალასზე: აწუხებთ, რომ გამჭვირვალობის გარეშე შავ ფულს ვერ შემოიტანენ

კაია კალასი და მსგავსი ტიპის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ებრძვიან, გამჭვირვალობის გარეშე ქვეყანაში შავი ფულის შემოტანას ვერ შეძლებენ. შესაბამისად, ამ ფულს სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციაში ვერ მიმართავენ. სწორედ ეს ფაქტი აწუხებთ.

კანონების მიღება, კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები - ეს ყველაფერი ქვეყნის საკეთილდღეოდ კეთდება, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, გავაძლიეროთ სუვერენიტეტი და ამ ტიპის ბიუროკრატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები სათავისოდ გამოიყენონ. ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის მივცემთ. თუ საჭირო იქნება დამატებითი კანონების მიღება, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს და სუვერენიტეტს გააძლიერებს, რა თქმა უნდა, მივიღებთ.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას. კალასმა თქვა, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული გრანტების კანონი სამოქალაქო სივრცეს კიდევ უფრო ავიწროებს და დემოკრატიულ პრინციპებს ძირს უთხრის.

კომენტარები