საქართველო უფრო ღრმად ეფლობა ავტორიტარიზმში - ქართული ოცნების მიერ მიღებული ახალი კანონი, საერთაშორისო დონორებს ავალდებულებს, რომ მთავრობის თანხმობა მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიებისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის დაფინანსების გასაცემად - ვერცერთი ევროკავშირის ან საგარეო დაფინანსება ვერ მიაღწევს დამოუკიდებელ ხმებთან იქამდე, თუ არ გაიფილტრება - რეჟიმი ამ ხმების ჩახშობას ცდილობს, ეს სახელმწიფოს მიტაცებაა.
მიზანი: დასაჯონ აქციის მონაწილეები, გატეხონ კრიტიკული მედია და მხოლოდ რეჟიმთან მეგობრული არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსონ - ქართული ოცნება ირწმუნება, რომ ეს გამჭვირვალობას ეხება, თუმცა რეალურად, ეს რეპრესიაა, პირდაპირ ლუკაშენკოს წიგნაკიდან.
თითქოს, ეს საკმარისი არ იყოს - ბანკებს ავალდებულებენ გასცენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა პერსონალური მონაცემები (საბოტაჟის ყალბი ბრალდებით) - რეჟიმი იყენებს სასამართლოს ამ ყველაფრის სამართლებრივად გასასაღებლად.
მეგობრებო ევროკავშირიდან - ეს არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი!
ჩვენ გვჭირდება სანქციების დაწესება, სრული ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკის სრული გადახედვა და ახალი არჩევნები - ჩვენ არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას საშუალება საქართველო ბელარუსად გადააქციოს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



