პაპმა ფრანცისკემ მე-19 საუკუნეში დაბადებული ესპანელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი, რომელმაც ბარსელონაში საგრადა ფამილიას პროექტი შეიმუშავა, ნეტარად შერაცხა.
წმინდანთა საკითხების დიკასტერიის პრეფექტთან, კარდინალ მარსელო სემერაროსთან, ფორმალური შეხვედრისას პაპმა გაუდის გმირული სათნოება აღიარა.
საგრადა ფამილიას ვებგვერდის მიხედვით, ბაზილიკის პირველმა დირექტორმა გაუდის "ღვთის არქიტექტორი" უწოდა, რადგან მას მიაჩნდა, რომ გაუდის შემოქმედებას ხალხი სილამაზის მეშვეობით ღმერთთან მიჰყავდა.
ანტონიო გაუდი კატალონიის ქალაქ რეუსში დაიბადა და არქიტექტურა ბარსელონაში შეისწავლა, სადაც კარიერის ძირითადი პერიოდი გაატარა. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი საგრადა ფამილიას ბაზილიკაა, რომლის მშენებლობაც კვლავ მიმდინარეობს. გაუდი 1926 წელს ტრამვაის დაჯახების შემდეგ გარდაიცვალა. ცნობების მიხედვით, მის დაკრძალვას დაახლოებით 30 000 ადამიანი დაესწრო.
ბაზილიკის მშენებლობის დამთავრებას 2026 წელს, გაუდის გარდაცვალებიდან 100 წლის თავზე, მოელიან, რის შემდეგაც საგრადა ფამილია ყველაზე მაღალი კათოლიკური ეკლესია იქნება მსოფლიოში.










