ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: როგორც ჩანს, ვიცეპრეზიდენტი ვენსი რაღაც გზით ამართლებს პუტინის ქმედებებს

ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი და ჯეი დი ვენსი, შეხვედრა ოვალურ ოფისში
BBC

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ვლადიმირ პუტინის ქმედებებს ამართლებს.

ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში წუხილი გამოთქვა, რომ აშშ-ში ჭარბობს რუსული ნარატივები, ზოგს კი დღემდე სჯერა, რომ რუსეთი აგრესორი არ არის.

"ეს ტონის ცვლილება, რეალობის ცვლილება, დიახ რეალობის ცვლილება და ამ რეალობის ცვლილებაში მონაწილეობის მიღება არ მინდა". – თქვა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინა არავის დასხმია თავს და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი გააკრიტიკა:

"როგორც ჩანს, ვიცეპრეზიდენტი რაღაც გზით ამართლებს პუტინის ქმედებებს. ვცდილობ ავხსნა: შეუძლებელია რაღაც შუალედურის პოვნა. არის აგრესორი და არის მსხვერპლი. რუსეთი აგრესორია, ჩვენ – მსხვერპლი". 

ინტერვიუს მსვლელობისას ზელენსკიმ ასევე თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, უკრაინაში ვიზიტი შესთავაზა, რათა უკეთ მიხვდეს, იმ ნგრევას, რომელიც რუსეთის ინტერვენციას მოყვა.

კომენტარები