ფრიდრიხ მერცი

მერცის თქმით, გერმანია მზად არის უკრაინას TAURUS-ის რაკეტები გადასცეს

გერმანიის არჩეულმა კანცლერმა საზოგადოებრივ ტელეკომპანია ARD-ს ინტერვიუ მისცა

ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტის კითხვას უკრაინისთვის Taurus-ის სისტემის შორი რადიუსის რაკეტების გადაცემის შესახებ ასე უპასუხა:

"ჩვენი ევროპელი პარტნიორები უკრაინას აწვდიან ფრთოსან რაკეტებს. ამას აკეთებენ ბრიტანელები, ფრანგები და თავისთავად ამერიკელები. ამ საკითხზე ერთად უნდა შევთანხმდეთ. შეთანხმების შემთხვევაში გერმანია მიიღებს ამაში (შორი რადიუსის რაკეტების გადაცემა) მონაწილეობას". 

არჩეული კანცლერი ასევე გამოეხმაურა 13 აპრილის რუსულ დაბომბვას ქალაქ სუმიში. მერცმა იერიშს "სერიოზული სამხედრო დანაშაული" და თქვა, რომ კიევს სჭირდება დახმარება, რათა კონფლიქტში "წინ წაიწიოს".

გერმანიის ახალი ფედერალური მთავრობა ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით ოფიციალურად მუშაობას 6 მაისს დაიწყებს.

კომენტარები