ფრიდრიხ მერცი

მერცი უკრაინაზე: ომში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება EU-ს და NATO-ს წევრი

Markus Schreiber/AP

გერმანიის არჩეული კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ქვეყანა ვერ გახდება EU-ს და NATO-ს წევრი.

"უკრაინა ომში მყოფი ქვეყანაა და ომში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ვერც NATO-ს და ვერც ევროკავშირის წევრი". – თქვა მერცმა გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში.

არჩეულმა კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების დაპირება ძალაში რჩება.

ინტერვიუში მერცმა ასევე რუსეთის შესახებ ილაპარაკა:

"საკუთარი ხალხის დაუნდობელი განადგურება ყოველთვის იყო რუსული პოლიტიკის ნაწილი. მცირეა იმის შანსი ომი თავისით დასრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა (რუსეთი) სისხლისგან დაცლილია".

გერმანიის ახალი ფედერალური მთავრობა ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით ოფიციალურად მუშაობას 6 მაისს დაიწყებს.

კომენტარები